გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის ყრილობა აპრილში ან მაისის დასაწყისში გაიმართება

გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის ყრილობა აპრილში ან მაისის დასაწყისში გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პარტიის ყრილობა აპრილში ან მაისის დასაწყისში გაიმართება.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარტიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება პარტიის სამომავლო გეგმებზე.

რაც შეეხება სახელწოდებას, როგორც უგულავამ აღნიშნა, სახელწოდებაში „ევროპული საქართველო“ დარჩება, თუმცა ვრცელი სახელწოდება დღეს, 15.00 საათზე, პარტიის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ გეგმავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალურად ფართოდ იყოს წარმოდგენილი. კერძოდ, მისი თქმით, კანდიდატი პარტიას ეყოლება ყველა ძირითად ქალაქში, ასევე კანდიდატები ეყოლება რაიონებშიც.

უგულავას შეფასებით, პარტია იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, სწორედ „ევროპული საქართველოა“.