ქართული მხარე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე „იუნესკოდან“ საერთაშორისო ყურადღებას ითხოვს

ქართული მხარე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე „იუნესკოდან“ საერთაშორისო ყურადღებას ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით „იუნესკოში“ რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა წერილი, სადაც ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე საერთაშორისო ყურადღებას ითხოვს, - ამის შესაეხებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე დასმულ კითხვას.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება არის ეთნიკური წმენდის შემადგენელი კომპონენტი.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მწვავე საკითხი და ამ საკითხებზე ყოველთვის ხდება შესაბამისი რეაგირება. ამჯერადაც, რამდენიმე დღის წინ ჩემი სახელით გაიგზავნა „იუნესკოში“ წერილი, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ საერთაშორისო ყურადღებას და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა აღკვეთილი იყოს ყველა ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის განადგურების. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ძალიან სავალალო მდგომარეობას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში ამ მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.