ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ადგილზე და უშუალოდ შევძლოდ აღვწეროთ რა ხდება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ადგილზე და უშუალოდ შევძლოდ აღვწეროთ რა ხდება

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიყოთ ადგილზე და უშუალოდ შევძლოდ აღვწეროთ რა ხდება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორნიორნ იაგლანდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც იაგლანდმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს მიაჩნია, რომ ისინი უნდა იყვნენ ყველგან, სადაც ხალხს სჭირდება, რომ დაცული იყოს მათი უფლებები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიყოთ ადგილზე და შევძლოთ აღვწეროთ რა ხდება. ჩვენ რაც შეგვიძლია მაქსიმალურს ვაკეთებთ ამ საკითხებთან მიმართებაში, ჩვენს კონსოლიდირებულ ანგარიშებში, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება თუ შევძლებთ მუდმივი მონიტორინგის განთავსებას უშუალოდ ადგილზე, სადაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება რა ხდება. მე ვიცი, რომ ევროპის საბჭოს ბევრ ქვეყნებს სურთ ჰქონდეთ საშუალება ადგილზე იყვნენ და თავისი თვალით ნახონ რა ხდება“, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დაშორიშორებულ მხარეებს შორის ნდობის შექმნის საკითხები და ევროპის საბჭოს სურს ასეთი ნდობის აღდგენა და გაძლიერება.