მე მსურს, საქართველოს მივულოცო ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაშია მიღწეული

მე მსურს, საქართველოს მივულოცო ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაშია მიღწეული

მე მსურს, საქართველოს მივულოცო ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვუერთდებით თქვენს საერთო პოლიტიკას, რომ შეიქმნას მყარი სახელმწიფო და ასევე ჰქონდეს კარგი უსაფრთხოების პოლიტიკა გარე სამყაროსთან ურთიერთობის. მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭოს საშუალება აქვს მხარი დაუჭიროს ამ რეფორმის პროცესს მრავალმხრივ. ჩვენ ფოკუსი გვაქვს ისეთ მხარეებზე, სადაც შეგვიძლია შევასრულოთ დადებითი როლი რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმირების მხრივ, ასევე სხვა სფეროებში. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან, რაც ყველაზე მეტად პატივსაცემი ორგანოა მსოფლიოში“, - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

მანვე აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის მედიაპლურალიზმი.