”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას მეხანძრე დაშავდა

”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას მეხანძრე დაშავდა

სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, მეხანძრე მსუბუქადაა დაშავებული. მას სასწრაფო დახმარების მიერ პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.

„დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაშავებული მეხანძრის ჰოსპიტალიზება არ მომხდარა“, - განაცხადეს უწყებაში.