დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს 29 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მაღალმთაში კი ქარბუქია მოსალოდნელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, 29 იანვარს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი თოვა შეწყდება, თუმცა თოვლის ნალექი მაღალმთაში შენარჩუნდება. საქართველოს მაღალმთებში იქნება ქარბუქი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.
29 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით -1;+4 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - -3;+2 გრადუსი იქნება.
31 იანვარს ღამით კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება.
საქართველოში ცივი ამინდი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება.