ირაკლი კობახიძე „კაბელების საქმეზე“:  პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა

ირაკლი კობახიძე „კაბელების საქმეზე“: პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა

პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალების კომენტირებისას განაცხადა.

”მე არ მინდა ჩემი მხრიდან განვავრცო ეს საკითხი. პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება შეიწყალოს მსჯავრდებულები, ეს არის მისი უფლებამოსილება და მან იმოქმედა ამ უფლებამოსილების ფარგლებში. რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარეს, ბუნებრივია, მაქვს მე ჩემი მოსაზრებები, თუმცა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მოვერიდები სუბიექტური მოსაზრების დაფიქსირებას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გუშინ შეიწყალა.