პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თედო ჯაფარიძემ კისინჯერის ასოციაციის დირექტორსა და იელის უნივერსტეტის პროფესორ თომას გრემთან, კოლუმბიის უნივერსტეტის პროფესორებთან ჯენიკ რანდონსა და რაჯ მემნონთან, ასევე Eurasia Group-ის პრეზიდენტ იან ბრემერთან შეხვედრებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა. აღნიშნული შეხვედრებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა.