დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები აცხადებენ, პატიმარი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.
როგორც გიორგი ლუკავას მეუღლემ ლალი ლუკავამ განაცხადა, დაკავებული მათ გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ციხიდან მის გადაყვანას აპირებდნენ. ლალი ლუკავას განცხადებით, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ყოფილა.
„დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით, მეშინია და წითელი ჯვარი ჩართეთო. ამის შემდეგ ვცდილობ და ვერ ვრეკავ, არ ვიცით სად არის წაყვანილი. გვეშინია, რომ არ მოკლან. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის უშიშროების მინისტრის მოადგილეს ჰყავს ის ციხიდან გამოყვანილი“, - განუცხადა ლალი ლუკავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
ლალი ლუკავას ინფორმაციით, მისი მეუღლე დაპატიმრებულია მეომრის სტატუსით და მას უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.