საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ამ ეტაპზე არ არის და არც უნდა იყოს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ის პარლამენტმა უნდა აირჩიოს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას, საზოგადოება და მოქალაქეები ირჩევენ პარლამენტს და შესაბამისად, ლოგიკა არის იმაში, რომ პარლამენტს ჰქონდეს გარკვეული როლი ამაში, თუმცა რამდენად საჭიროა ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის, ამას უკვე პოლიტიკური დისკუსია გვიჩვენებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.