ვახუშტი მენაბდე:   პრეზიდენტის არჩევის წესის უნივერსალური მოდელი არ არსებობს

ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტის არჩევის წესის უნივერსალური მოდელი არ არსებობს

პრეზიდენტის არჩევის წესის უნივერსალური მოდელი არ არსებობს, - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „პრეზიდენტის არჩევის წესის უნივერსალური მოდელი არ არსებობს, ეს დამოკიდებულია ბევრ სხვა საკითხზე კონსტიტუციაში. მე, პირადად ვფიქრობ, რომ ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში და ჩვენი ტერიტორიული მოწყობის პირობებში ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მიმართ. პრეზიდენტის უფლებები, ერთი მხრივ, შესაკვეცია დღეს მოქმედ მოდელშიც, მაგრამ მეორე მხრივ, არის საკითხები, სადაც მისი უფლებამოსილებები უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მსჯელობს.