სერგი კაპანაძე:  პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი

სერგი კაპანაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილება, რაც აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაზეც ასევე საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, არის არჩევნების საკითხი.

მისი თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით, ვინაიდან დღეს არსებული სისტემა არ ასახავს ქართველი ერის ნებას.

„დღეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და ფუნქციების შემცირება მხოლოდ ამ ადამიანს აძლევს ხელს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არჩევითობა უნდა შენარჩუნდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, ისეთ ინსტიტუტად, რომელიც აბალანსებს დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მსჯელობს.