დევნილის სტატუსის შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მივანიჭებთ

დევნილის სტატუსის შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მივანიჭებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დევნილის სტატუსის მიღების შესახებ განაცხადების განხილვისას პრიორიტეტს სირიელ ქრისტიანებს მიანიჭებს.

Christian Broadcasting Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპს ჰკითხეს მიანიჭებს თუ არა პრიორიტეტს ქრისტიანებს.

„დიახ, მათ სასტიკად ეპყრობიან. თუ თქვენ ხართ ქრისტიანი სირიიდან შეუძლებელია, როგორც მინიმუმ ძალიან რთულია, აშშ-ში მოხვედრა. თუ თქვენ მუსლიმი ხართ, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ თუ ქრისტიანი ხართ, ეს თითქმის შეუძლებელი იყო“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ქრისტიანები სირიაში განსაკუთრებით იტანჯებიან ტერორისტების მხრიდან.

„ისინი (ტერორისტები) ყველას თავებს კვეთდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით ქრისტიანებს. ვფიქრობ, არასამართლიანი იქნებოდა. ასე, რომ მათ, ქრისტიანებს დავეხმარებით“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.