სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც სხვა შტომ ვერ გააკეთა - მან აღადგინა სამართლიანობა

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც სხვა შტომ ვერ გააკეთა - მან აღადგინა სამართლიანობა

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც სხვა შტომ ვერ გააკეთა - მან აღადგინა სამართლიანობა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიზო ღლონტმა სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიზო ღლონტმა აღნიშნა, ქვეყანა ვერც ერთი კუთხით ვერ განვითარდება მანამდე, სანამ სამართლიანობა არ იქნება ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით სასამართლოში.

გიზო ღლონტმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სასამართლო სისტემას მიხედოს. "საქართველო ვერც ერთი კუთხით ვერ განვითარდება, სანამ სამართლიანობა არ იქნება ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სასამართლოში. ბედნიერები ვართ იმ კუთხით, რომ გვყავს სულიერი მოძღვარი - პატრიარქი, გვყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და ვუსურვებ მთავრობას, რომ ისიც სახელმწიფოებრივად მიუდგეს ყველა საკითხს. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება. პრეზიდენტისგან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან ის ქვეყნის მთავარსარდალია. მან იცოდა, რომ პოლიტიზებული იყო ეს საქმე და მინდა მადლობა გადავუხადო მას. ასევე მივმართავ მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას მიხედოს და დაამკვიდროს სამართლიანობა", - განაცხადა კაბელების საქმეზე ყოფილმა მსჯავრდებულმა გიზო ღლონტმა.