უახლოეს პერიოდში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს დღის წესრიგში ძალიან აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის თემა განიხილება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, უშიშროების საბჭოს ყველა სხდომა, რომელიც ჩატარებულა, პრეზიდენტის ინიციატივით აუცილებლად განიხილავდა ნატო-ს სამიტის მიმდინარეობას, მათ შორის მომზადებას, თუ გასული სამიტების შედეგების შესაბამისად მოქმედებას.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 2017 წელს ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ის იქნება წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული, საქართველო დღის წესრიგში უნდა იყოს წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, ევროპული და ნატოს უსაფრთხოების ერთ-ერთი განხილვის თემა”, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით განიხილება სწორედ ის საკითხი, თუ როგორ იქნება საქართველო ეფექტიანად წარმოდგენილი ნატოს მომავალ დღის წესრიგში.
”უახლოეს პერიოდში გაიმართება უშიშროების საბჭო, სადაც განიხილება ნატო-ს მომავალ სამიტზე დღის წესრიგში საქართველოს ძალიან აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის თემა. პრეზიდენტი არის ამ დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ თვალსაზრისით მთავრობა, უშიშროების საბჭო პრეზიდენტთან ერთად იმსჯელებს სწორედ ამ მიმართულებით.
ნატო-ს ფორმატი 2017 წელს განისაზღვრა წევრი ქვეყნებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგში საქართველო იყოს წარმოდგენილი და ზუსტად ამ მიმართულებით მიდის მუშაობა”, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
”თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატო-ს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.