მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების პროგრამის ფარგლებში, ჭონქაძის ქუჩა N14ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 681 ლარი გამოიყო.
გამაგრდა საძირკველი, არმატურის ბადით შეიკრა საცხოვრებელი სახლის კედლები, შეილესა და მოპირკეთდა. დამატებით, აღნიშნულ მისამართზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, დასრულებული სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობის შეფასებები მოისმინა.
2016 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ბიუჯეტიდან 3 303 069 ლარი 470 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა.