სრული შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავითვალისწინოთ ვენეციის კომიიის შენიშვნები სრულად როგორც კომისიაში, ასევე საპარალმენტო მუშაობის ეტაპზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიასთან მაქსიმალური თანამშრომლობა იქნება უზრუნველყოფილი.
”ჩვენ ბატონ ბუკიკიოსთან შევათანხმეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული გრაფიკი. რაც შეეხება ვენეციის კომისიის ვადებს, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ კომისიის მუშაობის მსვლელობისას უკვე ჩართული იქნებიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. ისინი ერთხელ ჩამოვლენ საქართველოში, ვიდრე ჩვენ გვექნება განხილვები კომისიის დონეზე კონსტიტუციური კანონპროექტის.
მათი მოსაზრების მოსმენა ჩვენ შეგვეძლება მაქსიმუმ სამუშაო ჯგუფების სხდომების მესამე რაუნდამდე. მათი ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. შემდეგ, როგორც კი მოხდება ინიცირება აპრილის ბოლოს კანონპროექტის, მაშინვე გადაიგზავნება კანონპროექტი ვენეციის კომისიაში და უკვე ინიცირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისია თავის დასკვნას მოგვაწვდის.
ვიდრე დაიწყება საპარლამენტო განხილვები, მანამდე გვექნება ვენეციის კომისიის მოსაზრებები და ეს პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, ეს რეკომენდაციები ასახოს უკვე საპარლამენტო მოსმენებისას კონსტიტუციურ კანონპროექტში.
ჩვენ 16 ივნისისთვის გვექნება საბოლოო დასკვნა ვენეციის კომისიის და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არსებითი ცვლილებებიც შევიტანოთ კონსტიტუციურ კანონპროექტში, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
გვაქვს სრული შესაძლებლობა იმის, რომ გავითვალისწინოთ სრულად ვენეციის კომისიის შენიშვნები როგორც კომისიაში მუშაობის ეტაპზე, ასევე საპარალმენტო მოსმენების ეტაპზე. ჩვენი და ვენეციის კომისიის სამუშაო გრაფიკი ჩვენს რეფორმასთან მიმართებით არის შეჯერებული, შეთანხმებული და კიდევ ერთხელ გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა რეკომენდაცია, ყველა შენიშვნა იყოს ასახული საბოლოოდ მიღებულ კონსტიტუციურ კანონპროექტში, ანუ იმ პროექტში, რომელიც საბოლოოდ მიიღება საქართველოს პარლამენტის მიერ ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.