- გადასინჯულ საქმეებში გენერალური პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი პირები არიან მხილებული, თუმცა ამ ეტაპზე დევნა დაწყებული არავის მიმართ არაა

- გადასინჯულ საქმეებში გენერალური პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი პირები არიან მხილებული, თუმცა ამ ეტაპზე დევნა დაწყებული არავის მიმართ არაა

პროკურატურის მიერ გადასინჯულ საქმეებში გენერალური პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან მხილებული, თუმცა დევნა ამ ეტაპზე დაწყებული არავის მიმართ არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სამ საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, იმ პირების ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმეში იკვეთება.

”ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არავის მიმართ არ არის. გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული მტკიცებულებების შეკრების შემთხვევაში, რომელიც საფუძველი გახდება სამართლებრივი დევნის დაწყების, ჩვენ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდვით, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ვინმეს მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების, ან არდაწყების მიღებული არ არის. მხოლოდ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რაც საფუძველია იმისა, რომ მათი საქმეები გადაისინჯოს”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.