თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, სჯობს ბრძოლის ველზე მოხდეს, ვიდრე ცხვარივით დაგკლან

თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, სჯობს ბრძოლის ველზე მოხდეს, ვიდრე ცხვარივით დაგკლან

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ქართული მხარე ინტერპოლით ძებნის შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიდა. ამის შესახებ გია ცერცვაძემ ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩემთვის დიდი შოკი იყო ის, რომ ასე მოხდა. მაგრამ თუ ბედისწერაა, რომ უნდა დაიღუპო, სჯობს, ეს ბრძოლის ველზე მოხდეს, ვიდრე ასე, ცხვარივით რომ დაგკლავენ. ეს იყო დასანანი.

რაც არ უნდა მოხდეს მე მაინც საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცერი ვარ.

მთავრობაში ხალხი მოდის-მიდის, საქართველო მაინც დარჩება. სანამ შემიძლია, სადაც არ უნდა იყოს, დღეს უკრაინა იქნება, თუ ხვალ აფრიკა, ყველგან ვიქნები, სადაც ბრძოლა იქნება რუსეთის წინააღმდეგ ”, -განაცხადა გია ცერცვაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადა. ის პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, თუმცა ცერცვაძეზე საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ძიების დასრულებამდე, რაც 40 დღიან ვადას მოიცავს, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს.