უჩა ნანუაშვილი - იუსტიციის მინისტრმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ მაბრალებს რაღაცებს ან ბოდიში მოიხადოს

უჩა ნანუაშვილი - იუსტიციის მინისტრმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ მაბრალებს რაღაცებს ან ბოდიში მოიხადოს

იუსტიციის მინისტრმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ მაბრალებს რაღაცებს, ან, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპის ადამიანის უფლებათ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. 

ომბუდსმენის შეფასებით, ძალიან ბევრი ხარვეზი იყო პროცედურებში, რომლებიც მოსამართლეების შერჩევას ეხებოდა. 

”აქ საუბარია არა იმაზე, რომ ვინმემ რომელიმე სია ჩააგდო ან ვინმეს წინააღმდეგ გამოვიდა, არამედ პრობლემა იყო პროცედურებში. არ იყო ყველაფერი დახვეწილი. სამწუხაროდ, რაღაც ეტაპზე დავინახეთ, რომ ეს პროცედურები არ იყო გამჭვირვალე და საბოლოოდ მივიღეთ ეს შედეგი, რასაც, რა თქმა უნდა, ხედავს ყველა, მათ შორის სტრასბურგი”, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 

ომბუდსმენი ასევე გამოეხმაურა ამავე თემასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებს. 

”მან ცილი დამწამა, ბრალი დამდო სახალხო დამცველს, ამიტომ ან ახსნა განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ მაბრალებს რაღაცებს, ან, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს. აქ საუბარია იმაზე, რომ თითქოს მე მოვუწოდე ვინმეს, ვინმეს წინააღმდეგ. ასეთი რამ პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ხარვეზებზე, ისევე როგორც დადებით მომენტებზე”, - განამარტა უჩა ნანუაშვილმა.