ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას გერმანიის ვიცე-კანცლერ ზიგმარ გაბრიელს ოფიციალურად გადასცემს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას გერმანიის ვიცე-კანცლერ ზიგმარ გაბრიელს ოფიციალურად გადასცემს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას გერმანიის ვიცე-კანცლერ ზიგმარ გაბრიელს ოფიციალურად გადასცემს. 

„პარასკევს, 27 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საზეიმო გარემოში თავის პოსტს ზიგმარ გაბრიელს გადასცემს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ცერემონიაში მონაწილეობას დაპატიჟებული სტუმრებიც მიიღებენ“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შტაინმაიერი, რომელიც გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, წარდგენილია გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველი კოალიციიდან. გერმანიის პრეზიდენტს 12 თებერვალს აირჩევენ. პრეზიდენტს სპეციალური ორგანო, ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც 1260 დელეგატისგან შედგება.