მექსიკის პრეზიდენტმა 31 იანვრისთვის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

მექსიკის პრეზიდენტმა 31 იანვრისთვის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ აშშ-ში 31 იანვრისთვის გასამართი ვიზიტი გადადო, რა დროსაც ის დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 

„ჩვენ თეთრ სახლს ვაცნობეთ, რომ არ შევხვდები ამერიკის პრეზიდენტს, რაც დაგეგმილი იყო მომავალი სამშაბათისთვის“, - წერს მექსიკის პრეზიდენტი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტს ენრიკე პენია ნიეტოს ურჩია, ვაშინგტონში ვიზიტი გადადოს, თუკი მექსიკა შეერთებულ შტატებთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის გადახდას არ აპირებს.