იური ლუცენკო - უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან

იური ლუცენკო - უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან

გია ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო „ფეისბუქის პირად გვერდზე გია ცერცვაძის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: როგორც დაგპირდით - გია ცერცვაძე თავისუფალია. უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს. მათ შორის - თუკი ეს თავისი ქართველები არიან.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე ცერცვაძის ადვოკატმაც დაწერა, რომ გია ცერცვაძე თავისუფალია. „გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, - წერს პროკონოვა.