თურქეთი საბერძნეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ჯარისკაცების ექსტრადირებას მოითხოვს

თურქეთი საბერძნეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ჯარისკაცების ექსტრადირებას მოითხოვს

თურქეთი საბერძნეთსის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და განცხადებას ავრცელებს. გამოცემა „Daily Sabah“-ის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტი უკავშირდება საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თურქეთს იმ ჯარისკაცების გადაცემაზე უთხრა უარი, რომლებსაც თურქეთი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას ედავება.

„ჩვენ ვაპროტესტებთ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ამბოხებული ჯარისკაცების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე საბერძნეთი არ ღებულობს მინიმალურ ზომებსაც კი ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. ბერძნული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის დაუსჯელობისკენ მათ, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ნორმები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების თქმით, ყველა სამართლებრივ ნორმას გამოიყენებს ამ ჯარისკაცების თურქეთში დასაბრუნებლად.

საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ 26 იანვარს უარი განაცხადა 8 თურქი სამხედროს თურქეთში ექსტრადირებაზე, რომლებიც საბერძნეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი ამბოხის მცდელობის შემდეგ გადავიდნენ. მათ ბრალად ამბოხში მონაწილეობა ედებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიცრები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.