მიხეილ უკლება გია ცერცვაძეს ხვდება

მიხეილ უკლება გია ცერცვაძეს ხვდება

საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება, კონსულები ნანა ჩაპრავა და ირაკლი ადვაძე ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძეს ხვდებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა ცერცვაძე და ადვოკატი ქსენია პროკონოვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრაზე ცერცვაძის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული პერიოდი განიხილება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და ის ცერცვაძის ადვოკატის ოფისში ამ დრომდე მიმდინარეობს.

გია ცერცვაძემ უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორი დაახლოებით ერთი საათის წინ, უკრაინის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით დატოვა.