გია ცერცვაძე:   არ ვიცი რაზე მედავება რუსული მხარე, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

გია ცერცვაძე: არ ვიცი რაზე მედავება რუსული მხარე, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პოლკოვნიკმა, გია ცერცვაძემ უკრაინაში, ლუკიანოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდგომ განუცხადა. ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

”დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა. ერთი საათის წინ გავიგე, რომ მათავისუფლებდნენ. არ ვიცი რაზე მედავება რუსული მხარე. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- აღნიშნა გია ცერცვაძემ.

ლუკიანოვსკის წინასწარი პატიმრობის იზოლატორთან იმყოფებოდნენ ცერცვაძის თანამებრძოლები და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები. შეკრებილები გია ცერცვაძეს ოვაციით დახვდნენ.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე ცერცვაძის ადვოკატმაც დაწერა, რომ გია ცერცვაძე თავისუფალია. „გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, - წერს პროკონოვა.