უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან

უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან

გია ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო „ფეისბუქის პირად გვერდზე გია ცერცვაძის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: როგორც დაგპირდით - გია ცერცვაძე თავისუფალია. უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს. მათ შორის - თუკი ისინი თავისი ქართველები არიან“ .

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე ცერცვაძის ადვოკატმაც დაწერა, რომ გია ცერცვაძე თავიუფალია. „გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, - წერს პროკონოვა.