ადვოკატის ინფორმაციით, გია ცერცვაძე თავისუფალია

ადვოკატის ინფორმაციით, გია ცერცვაძე თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინისგან ითხოვდა, თავისუფალია. „ლიგა.ნეტ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მისი ადვოკატი ქსენია პროკონოვა წერს.

„გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ“, - წერს პროკონოვა.

გია ცერცვაძე, რომელიც დონბასში ანტიტერორისტული ძალების მხარეს იბრძოდა, კიევის აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს