შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, შტორმული სიტუაცია რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
აჭარის მაღალმთიანეთში კი მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
“26 იანვარს შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება. 27 იანვრიდან აჭარაში როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრ წამამდე და ტემპერარტურა მნიშვნელოვნად დაიკლებს“,- განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოში.