ევროპის სოციალისტური პარტია სახალხო პარტიის პრეზიდენტის კვირიკაშვილისადმი მოწოდებას ემიჯნება

ევროპის სოციალისტური პარტია სახალხო პარტიის პრეზიდენტის კვირიკაშვილისადმი მოწოდებას ემიჯნება

ევროპის სოციალისტური პარტია,  ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მოწოდებას არ ეთანხმება.

ევროპის სოციალისტურ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

აღნიშნულ განცხადებას ევროპის სოციალისტური პარტია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს. 

"ჩვენ წავიკითხეთ ბატონი ჯოზეფ დაულის მოწოდება საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მოწოდებას. ჩვენ გვინდა ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა, რომელიც ანვითარებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გამორჩეულად კარგად ახორციელებს ევროპული სტანდარტების დანერგვას. 2012 წლის შემდეგ საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი აქვს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და მედია პლურალიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ ამ ახალგაზრდა დემოკრატიის განვითარებას და მის ევროპულ ინტეგრაციას",- აღნიშნულია ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დაულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოში მყოფი პოლიტპატიმრები.