დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს.
წერეთლის გამზირის N77-ის მე-5 და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 39-ე კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ფოთის ქუჩის N44-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლში საძირკველი და სარდაფი მაგრდება.
სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს ქუჩის N3-ში მიმდინარეობს.
წერეთლის გამზირის მე-6 კორპუსში ქანობიანი სახურავი რემონტდება, ხოლო დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსის ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 117 374 ლარით დააფინანსა.
2017 წლის იანვრის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 99 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.