2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილებს საშუალება ექნებათ სამი თვის განმავლობაში ტექნოპარკში განათლება მიიღონ

2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილებს საშუალება ექნებათ სამი თვის განმავლობაში ტექნოპარკში განათლება მიიღონ

2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილებს საშუალება ექნებათ სამი თვის განმავლობაში ტექნოპარკში განათლება მიიღონ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა.

”ცენტრს, „ტაქსიფაისა“ და ტექნოპარკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, 2008 წლის ომში დაღუპული ჩვენი გმირების შვილებს, 35 ბავშვს საშუალება ექნება, სამი თვის განმავლობაში განათლება მიიღონ ტექნოპარკში ოთხი სხვადასხვა მიმართულებით, შექმნან პროდუქტი და შემდეგ ეს შექმნილი პროდუქტი გამოიტანონ ამ ცენტრში გამოფენაზე”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში ტარდება. კამპანია აღნიშნული პროექტის მესამე კომპონენტია და მიზნად ისახავს მარტივ ენაზე მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აამაღლოს მათი ცნობიერება.