მალე საქართველოს მთავრობას, სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის მოლაპარაკება დაიწყება

მალე საქართველოს მთავრობას, სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის მოლაპარაკება დაიწყება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მალე დაიწყება მოლაპარაკება საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის.

როგორც გვენეტაძემ ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედარზე განმარტა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საგარეო შოკის შემთხვევაში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური დახმარება მიიღოს.

,,არის ასეთი სურვილი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ასეთი პროგრამის განხორციელება. მალე დაიწყება მოლაპარაკებები სავალუტო ფონდს, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ყოველთვის ვფიქრობ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ქვეყნისთვის, რადგანაც იმ შემთხვევაში თუკი ამ წლების განმავლობაში მოხდა რაიმე საგარეო შოკი, ყოველთვის უფრო ადვილი იქნება ამის გადატანა. ყოველთვის იქნება იმის საშუალება, რომ დახმარება მიიღოს ქვეყანამ, როგორც ტექნიკური ისე ფინანსური“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ