ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და ტრამპის ადმინისტრაციაში კიბერ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ შემდეგ კვირას ისრაელში ვიზიტით ყოფნისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტისგან დონალდ ტრამპისგან მესიჯს გადასცემს.
„შემიძლია გითხრათ თუ ზოგადად რა მესიჯს გადავცემ. ეს იქნება “მე შენ ძალიან მომწონხარ და ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ”, - განაცხადა რუდი ჯულიანიმ.
„ისინი აქამდეც მეგობრობდნენ. ეს არ არის ახალი ურთიერთობა, მაგრამ ახლა ამ ურთიერთობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა.
ჯულიანი ისრაელში შეხვედრას გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ რუდი ჯულიანი კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე ტრამპის მრჩევლად დანიშნა.