მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არ არის ერთადერთი, რომლის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სტრასბურგს ასეთი გადაწყვეტილება მიუღია

მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არ არის ერთადერთი, რომლის მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სტრასბურგს ასეთი გადაწყვეტილება მიუღია

ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლეების სია ჩავარდა, მაგრამ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.

ჯანელიძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება "ხშირ შემთხვევაში ხდება".

"დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყების და კომისიის მიერ შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.