შს მინისტრი - ყველაფერი კეთდება, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს - აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი

შს მინისტრი - ყველაფერი კეთდება, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს - აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან და მისი სირთულიდან გამომდინარე, საჯაროდ ვერ ვახერხებ და არ შემიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე ვერაფერს მოგახსენებთ გარდა იმისა, რაც შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. ერთი მინდა გითხრათ, რომ შს სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ეს თემა ვერ იქნება განხილული",- განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა.

შს მინისტრი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ მოხდა ცერცვაძის საზღვარზე გატარება.

"კონკრეტულ პასუხებს თქვენ ჩენგან ვერ მიიღებთ ამ ფორმატში, ვინაიდან თემის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე ასე საჯაროდ კომენტარებს ვერ გავაკეთებ",- დასძინა შს მინისტრმა.