ვიქტორ დოლიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატურების ჩაგდება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს დააზიანებს

ვიქტორ დოლიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატურების ჩაგდება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს დააზიანებს

სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.

”მე არ ვიცი, რა კრიტერიუმების გამო მოხდა ეს და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, ბუნებრივია კომენტარს ვერ გავაკეთებ. დანარჩენს მომავალი გვანახებს”, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ამასთან, დოლიძე არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს დააზიანებს.

”საქართველოს ავტორიტეტი არის ერთ-ერთი სერიოზული, თუკი ვინმეს შეიძლება ქონდეს ავტორიტეტი. მე რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში და ამაზე მეტყველებს ნებისმიერი კვლევა და როდესაც საქართველოს ავტორიტეტზე არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მას ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის ჟურნალისტები”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.