ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური ქმედებისა და გადაწყვეტილების გამო ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი შეილახა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდების ფაქტს.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, თეა წულუკიანი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საკუთარი პროტეჟეების გაყვანას ცდილობდა. ძალიან იშვიათად ხდება, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტი, რომელიმე ქვეყნიდან წარდგენილ მთლიან სიას იწუნებს. ეს მაშინ ხდება, როცა სტრასბურგს ეჭვი ეპარება, რომ კანდიდატთა სია არასათანადოდ და გაუმჭვირვალედ არის შედგენილი. სტრასბურგს ეჭვი შეეპარა, რომ წარდგენილი სამეულიდან ვინც არ უნდა ყოფილიყო არჩეული, ვერ უზრუნველყოფდა იმ მაღალ სტანდარტს, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლის მანტიის მოსხმას სჭირდება ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.