არც საქართველოს ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად

არც საქართველოს ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად

არც საქართველოს ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა გია ცერცვაძის პირადი ინფორმაცია, რის საფუძველზეც მოხდა მისი დაკავება.

”ხელისუფლების მონაწილეობა არსად და არც ერთი მიმართულებით არ იკვეთება გია ცერცვაძის გამოხსნის საქმეში. არც პრეზიდენტს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად. სწორედ მათ მიერ რუსეთისთვის გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ცერცვაძის დაკავება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო სპეციალური ხაფანგი და არ იქნა დატოვებული საქართველოში იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ვერ მოხდებოდა რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს მოქალაქის გადაცემა. ამიტომ გაუშვეს უკრაინაში რომ მომხდარიყო ცერცვაძის დაკავება და შემდეგ ექსტრადირება რუსეთში”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.