Be.ge - მობილურები და კომპიუტერული ტექნიკა საუკეთესო ფასად

Be.ge - მობილურები და კომპიუტერული ტექნიკა საუკეთესო ფასად

მსოფლიოს ცნობილი ბრენდები სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის მობილურ და კომპიუტერულ ტექნიკას გვთავაზობენ, ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი ზოგჯერ მომხმარებელს აბნევს და ვერ იგებს თუ რომელი ბრენდი აირჩიოს. ასევე პრობლემაა დღევანდელი გადატვირთული რეჟიმი, რის გამოც ადამიანების უმრავლესობას მაღაზიებში სიარულის დროც არ რჩებათ... ამიტომ ასეთ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი ონლაინშოპინგია. თუმცა ქართულ ინტერნეტსივრცეში ასობით ინტერნეტმაღაზიაა, რაც ასევე დამაბნეველია და მომხმარებელმა აღარ იცის რომელი მათგანით სარგებლობა მისთვის უფრო მომგებიანია.

ინტერნეტმაღაზია be.ge ქართულ ინტერნეტ სივრცეში მართლაც უკონკურენტოა, რადგან პროდუქციის დიდი ასორტიმენტით, გარანტირებული ხარისხითა და მომსახურების საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. იგი მომხმარებელს 25 ათასამდე სხვადასხვა დასახელების პროდუქციას სთავაზობს: მობილური ტელეფონები, ტაბლეტები, ნოუთბუქები, ტელევიზორები და სხვა.

ნებისმიერი ნივთის შეძენა ონლაინრეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია, საუკეთესო ფასად შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ასევე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ საბანკო და შიდა განვადების გაფორმებაც. ამ ეტაპზე be.ge ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს - საქართველოს ბანკთან, ლიბერთი ბანკთან, თი ბი სი ბანკთან და ბანკ რესპუბლიკასთან.

ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს ადგილზე მიწოდების სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილ პროდუქტს მაღაზიის კურიერი სახლში მოგართმევთ. აღნიშნული მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა.