პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს

პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ პარლამენტი მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს აქვეყნებს 7 დღის ვადაში.
თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 

თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.