რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
თვითმხილველთა განცხადებით, ავარია "ემ-ელ"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია.