ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. 

წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში მალე სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც მდინარე იორდანეში უფლის ნათლისღებაზეა საუბარი. 

წირვის დასრულებამდე პატრიარქი სამების დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს, რომელიც ტაძრის ეზოშია. წყლისკურთხევის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლება, რათა საცხოვრებელი აკურთხონ და უზმოზე მიიღონ. მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. 

ტაძარში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი დავით ნარმანია.

დღეს სამებაში ასევე ჩვილთა 47-ე ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს.