რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია “ევროპული საქართველოდან“ გადის და უმცირესობაში ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია “ევროპული საქართველოდან“ გადის და უმცირესობაში ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია “ევროპული საქართველოდან“ გავიდა. ის უმცირესობაში ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.

რამაზ ნიკოლაიშვილის შესაბამისი მიმართვა დღეს ბიურომ ცნობად მიიღო.

ცნობისთვის, ამჟამად ფრაქცია “ევროპული საქართველო“ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აღნიშნული პარტიიდან გასულ პირებს აერთიანებს. ფრაქციას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა, სახელწოდება რამდენიმე დღის წინ შეეცვლა. მას სერგო რატიანი ხელმძვანელობს.