ნატო-ს ვერ უწოდებ თანამედროვე ორგანიზაციას, ის გადმონაშთია, რომლის სისტემური მიზანი კონფრონტაციაა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ბრიტანული Times-ისთვის და გერმანული Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოძველებული ორგანიზაციაა.
„ნატო სინამდვილეში გადმონაშთია. ჩვენც ვეთანხმებით ამას“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის სისტემური მიზანი კონფრონტაციაა და ვინაიდან მისი სტრუქტურა კონფრონტაციას ემსახურება, „მას ვერ უწოდებ თანამედროვე სტრუქტურას, რომელიც სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნებს პასუხობს“.