NDI-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარალმანეტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მძიმე პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული არაკომპეტენტური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ყველა კვლევა, მათ შორის NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს უჭირს და უჭირს იმდენად, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი არის წარმოუდგენლად დაბალი. არსებული პრობლემის გადაჭრას სჭირდება კომპეტენტური მთავრობა და სწორი ხედვა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.