ოთარ კახიძის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგები “ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის დასტურია

ოთარ კახიძის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგები “ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის დასტურია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგები “ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის დასტურია.

„დღეს გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით არსებულ კატასტროფულ შედეგებს, უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდას, ჩვენი საზოგადოების გაღარიბებას, რაზეც „ქართულ ოცნებას“ არანაირი პასუხი არ აქვს. ხელისუფლების ნაბიჯები მიმართულია არა პრობლემების გამოსწორებისაკენ, არამედ გაუარესებისკენ“, - აღნიშნა კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას.