„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი „მრავალტანჯული“, ბევრწლიანი საქმიანობა დასასრულისკენ წაიყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი „მრავალტანჯული“, ბევრწლიანი საქმიანობა დასასრულისკენ წაიყვანა

რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირს, ეს არ არის კრიზისი, პრაქტიკულად პარტია გაიხლიჩა ორ ნაწილად და არა მგონია, რომელიმე ნაწილს სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი „მრავალტანჯული“, ბევრწლიანი“ საქმიანობა დასასრულისკენ წაიყვანა, რაც იქიდან ჩანს, რომ პარტია დატოვეს მისმა „ძირითადმა სახეებმა“.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რაოდენობრივად ცოტა ადამიანი გავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ეს პირიქით, უფრო გაგვაძლიერებსო, ეს არის სასაცილო არგუმენტი და სირაქლემას პოზაში დგომა, ვინაიდან, პარტია დატოვეს მათმა ძირითადმა სახეებმა. პარტია საერთოდ, თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებს ყველაზე მეტად რეიტინგულ ადამიანს, დავით ბაქრაძე ჰყავდათ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდიატად 2013 წელს. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, რომლებმაც, ასევე დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ 21 წევრიდან 2016 წელს 18 მათგანი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ისინი არ იყვნენ რიგითი წევრები, ისინი იყვნენ სერიოზული, გავლენიანი წარმომადგენლები“, - აღნიშნა ზვიად ძიძგურმა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მიხელ სააკაშვილს აქვს რევოლუციური გეგმა და მან პარტიაში შეინარჩუნა ისეთი ადამიანები, ვინც მის გეგმას უჭერს მხარს.

„რაც შეეხება გეგმას, რაც მიხელ სააკაშვილს აქვს, ეს არის ისევ რევოლუციური გეგმა, მას ვერ დაუნახავს სხვა ვერანაირი პერსპექტივა ხელისუფლებაში დაბრუნების. პრაქტიკულად, მან პარტიაში შეინარჩუნა ის ადამიანები, ვინც მას რევოლუციაში გაჰყვებიან, აპირებენ ქუჩის აქციებით და პერმანენტული პროტესტებით დაასუსტონ ხელისუფლება, რაც ჩემი აზრით, არის ძალიან არაადეკვატური დანახვა საქართველოში არსებული რეალობის. ეტყობა, ძალიან შორიდან არ ჩანს ის პოლიტიკური ვითარება, როგორიც არის საქართველოში შექმნილი. შეუძლებელი და წარმოუდგენელია, საქართველოში ვინმემ რევოლუციური სცენარი განახორციელოს“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.