ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემა აღიაროს და მის შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას

ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემა აღიაროს და მის შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, კრიმინალის ზრდამ საქართველოში ძალიან საგანგაშო მასშტაბი და სახე მიიღო.

კახიძის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ კრიმინალური სამყარო გამოიყენა და ახლა ფასის გადახდა საზოგადოებას უწევს“.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მთავრობას მიმართა, აღიარონ პრობლემა და გაზრდილი კრიმინალის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

“სამწუხაროდ, ის რაც ადრე ეგზოტიკურ იშვიათობად ითვლებოდა, დღეს ყოვედღიური რუტინა გახდა. საზოგადოება მიეჩვია ყოველ დღე იმის მოსმენას, რომელი ბანკი დააყაჩაღეს, რომელიც მაღაზია გაძარცვეს, ვის გაეკიდნენ სროლა-სროლით, ვინ ჩაცხრილეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს “ქართული ოცნების“ მთავრობა ტრადიციული უპასუხისმგებლობით უდგება. ისინი პრობლემას არ აღიარებენ, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის და დანაშაულის სტატისტიკას აღარ აქვეყნებენ, რათა საზოგადოებას არ მიაწოდონ ინფორმაცია რეალური მდგომარეობის შესახებ. ჩვენი მოქალაქეები დანაშაულის ზრდას გრძნობენ და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.