დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს

დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს

ჩემთვის ნიშანდობლივია ის, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” პრაქტიკულად არის დაშლილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი ფეხზე დადგეს, დიდი ძალისხმევაა საჭირო.

”ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ნიშანდობლივია ის, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” პრაქტიკულად არის დაშლილი. მათ, ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევთ იმისთვის, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს და დადგეს რეალურად ფეხზე. ვნახოთ, რას გააკეთებენ ოპონირების ნაწილში”, - განაცხადა ნარმანიამ.